---
title: "მუხლი 4. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აკრძალვა — ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/4"
law: "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 2330479"
adopted: "2014-04-16"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აკრძალვა — ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/4

1. აკრძალულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.

2. სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით ნებადართულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა.

3. სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების, საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვაზე ვრცელდება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნებართვებისთვის დადგენილი წესი.

4. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/5.md
