---
title: "მუხლი 6. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია — ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/6"
law: "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 2330479"
adopted: "2014-04-16"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია — ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/6

იქმნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ამ სახელმწიფო კომისიის დებულება მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3058 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/7.md
