---
title: "მუხლი 8. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასები — ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/8"
law: "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 2330479"
adopted: "2014-04-16"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასები — ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/8

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის დანართებში შეტანას არ ეწინააღმდეგება ამ კლასებში ისეთი ნაერთების არსებობა:
ა) რომლებსაც მოხმარების შემთხვევაში არ შეუძლიათ ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა ან უმნიშვნელო ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლიათ;
ბ) რომლებზედაც, როგორც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებაზე ან ფარმაცევტულ პროდუქტზე, ვრცელდება შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/9.md
