---
title: "მუხლი 12. კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას პირთა დაცვა — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/12"
law: "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"
article: "12"
identifier: "2391-IIს"
adopted: "2014-05-02"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას პირთა დაცვა — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/12

1. აკრძალულია ნებისმიერი პირის მიმართ რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.

2. ამ კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას და შემდეგაც შესაბამისმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დისკრიმინაციის მსხვერპლთან დაკავშირებული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აკრძალულია დისკრიმინაციის მსხვერპლის თანხმობის გარეშე ამგვარი ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდება, გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/13.md
