---
title: "მუხლი 4. დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/4"
law: "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"
article: "4"
identifier: "2391-IIს"
adopted: "2014-05-02"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/4

დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია:
ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;
ბ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს;
გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/5.md
