---
title: "მუხლი 7. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/7"
law: "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"
article: "7"
identifier: "2391-IIს"
adopted: "2014-05-02"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/7

1. საქართველოს სახალხო დამცველი წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილების და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.
#
2. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილების და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, აგრეთვე გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/8.md
