---
title: "მუხლი 9. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღება — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/9"
law: "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"
article: "9"
identifier: "2391-IIს"
adopted: "2014-05-02"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღება — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/9

1. საქართველოს სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო:
ა) დავას სასამართლო განიხილავს;
ბ) მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;
გ) მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.

2. საქართველოს სახალხო დამცველი წყვეტს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო:
ა) საქმეზე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება;
ბ) განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად არ დადასტურდა დისკრიმინაციის ფაქტი.

3. თუ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად დადასტურდა დისკრიმინაციის ფაქტი და დისკრიმინაციის შედეგები არ არის აღმოფხვრილი, საქართველოს სახალხო დამცველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით ასრულებს საქმის წარმოებას დარღვეული თანასწორობის აღსადგენად ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეკომენდაციის გამოცემით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/10.md
