---
title: "მუხლი 10. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/10"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 2342552"
adopted: "2014-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/10

საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს:
ა) პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/11.md
