---
title: "მუხლი 18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/18"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 2342552"
adopted: "2014-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/18

1. საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:
ა) არამართლზომიერად;
ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;
გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად.

2. პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

3. საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეწყვეტილად მიიჩნევა, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე დაკარგავს.

4. საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

5. მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით  საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას.

7. (ამოღებულია - 21.07.2018, №3260)
.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №3627 – ვებგვერდი, 21.11.2023წ.
თავი III
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/19.md
