---
title: "მუხლი 21. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/21"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 2342552"
adopted: "2014-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/21

1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;
ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს;
გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 21
1
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა  საგამონაკლისო წესით მიენიჭა.

4. საქართველოს მოქალაქემ შეიძლება არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ეს საფუძველი მის გამოვლენამდე აღმოიფხვრა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/21-1.md
