---
title: "მუხლი 27. მომსახურების საფასური — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/27"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 2342552"
adopted: "2014-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. მომსახურების საფასური — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/27

1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენისას განმცხადებელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება შესაბამისი მომსახურების საფასური, თუ მას საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეუწყდა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/28.md
