---
title: "მუხლი 5. მოქალაქეობის შენარჩუნება — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/5"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 2342552"
adopted: "2014-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. მოქალაქეობის შენარჩუნება — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/5

1. საქართველოს მოქალაქის უცხოელზე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე დაქორწინება ან მასთან განქორწინება არ იწვევს მეუღლეთა მოქალაქეობის შეცვლას.

2. ერთ-ერთი მეუღლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა არ იწვევს მეორე მეუღლის მოქალაქეობის შეცვლას.

3. მეუღლეთა განქორწინება არ იწვევს მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას.

4. ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა არ იწვევს მისი/მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას.

5. სხვა ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მქონე არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანა არ იწვევს არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლას.

6. საქართველოს მოქალაქის საქართველოს ფარგლების გარეთ ცხოვრება არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/6.md
