---
title: "მუხლი 8. საქართველოს მოქალაქის ფიცი — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/8"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 2342552"
adopted: "2014-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საქართველოს მოქალაქის ფიცი — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/8

პირი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციით მოიპოვა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ქართულ ენაზე დებს და ხელმოწერით ადასტურებს საქართველოს ერთგულების ფიცს: „მე, (სახელი, გვარი), ვხდები საქართველოს მოქალაქე და ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა სხვა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა; საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურს; ვალდებულებას ვიღებ, პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს.“.
თავი II
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/9.md
