---
title: "მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/9"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 2342552"
adopted: "2014-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/9

1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება:
ა) დაბადებით;
ბ) ნატურალიზაციით.

2. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით.

3. ნატურალიზაციის სახეებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;
გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/10.md
