---
title: "მუხლი 1 — „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/2355421-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/1"
law: "„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
article: "1"
identifier: "357"
adopted: "2014-05-22"
consolidated_as_of: "2014-05-23"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

> Text consolidated as of 2014-05-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, მუხლი 1 (consolidated as of 2014-05-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2355421-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და  28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  3
3
პუნქტი:
„3
3
. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემას და ზედამხედველობას ახორციელებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმია­ნობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანო,  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  შესაბამისი ბრძანებით.“.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2355421-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/2.md
