---
title: "მუხლი 10¹. პროფესიული განათლების საფეხურები — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/10-1"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "10^1"
identifier: "matsne 23608"
adopted: "2007-03-28"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-10-09"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10¹. პროფესიული განათლების საფეხურები — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-10-09.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 10¹ (consolidated as of 2018-09-20), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/10-1

1. პროფესიული განათლება მოიცავს ხუთ საფეხურს, რომლებიც განისაზღვრება სწავლის შედეგების შესაბამისად: ა) I საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების ერთგვაროვან სიტუაციებში მეთვალყურეობით შესრულების უნარი; ბ) II საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების გარკვეული დამოუკიდებლობით შესრულების უნარი; გ) III საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, განსხვავებულ სიტუაციებში შეასრულოს თავისი მოვალეობები და ადეკვატურად იმოქმედოს წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად; დ) IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, პროფესიული ცოდნა გამოიყენოს ცვალებად სიტუაციებში წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად, ზედამხედველობა გაუწიოს სხვების საქმიანობას და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და გაუმჯობესებაზე; ე) V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს სხვათა სამუშაოს დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას, ასევე განხორციელებული სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფას.

2. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პროფესიული დიპლომი.

3. (ამოღებულ ია – 28.06.2013, №780 ).

4. კონკრეტული პროფესიული განათლების საფეხურები განისაზღვრება პროფესიული სტანდარტით, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფეხურებიდან ერთ-ერთს, რამდენიმეს ან ყველას.

5. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300 საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/11.md
