---
title: "მუხლი 13. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/13"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 23608"
adopted: "2007-03-28"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-10-09"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 13. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-10-09.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2018-09-20), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/13

1. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები არიან: ა) საქართველოს მთავრობა; ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ბ ​ 1 ) (ამოღებულია - 05.07.2018, №3027); გ) (ამოღებულია); დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ვ) (ამოღებულია); ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; თ) (ამოღებულია); ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300 საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი,  01.03.2012წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1677 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/12-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/14.md
