---
title: "მუხლი 20. პროფესიული ასოციაციები — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/20"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 23608"
adopted: "2007-03-28"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-10-09"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 20. პროფესიული ასოციაციები — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-10-09.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2018-09-20), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/20

1. პროფესიული ასოციაციები ხელს უწყობენ კონკრეტული პროფესიების განვითარებას.

2. პროფესიული ასოციაციები: ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის დამატების, ცვლილების და პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოდან კვალიფიკაციის ამოღების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; ბ) (ამოღებულია); გ) პროფესიული სტანდარტის შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს და წარუდგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს; დ)  (ამოღებულია); ე) ხელს უწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთკავშირს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში ატარებენ შესაბამის პროფესიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდას; ზ) (ამოღებულია); თ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/20-1.md
