---
title: "მუხლი 30². საზოგადოებრივი კოლეჯი — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/30-2"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "30^2"
identifier: "matsne 23608"
adopted: "2007-03-28"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-10-09"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 30². საზოგადოებრივი კოლეჯი — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-10-09.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 30² (consolidated as of 2018-09-20), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/30-2

1. საზოგადოებრივი კოლეჯი ახორციელებს ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს.

2. მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს იმ პირს, რომელმაც, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის გავლის მიუხედავად, ვერ შეძლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება.

3. ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს IV ან V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც მოპოვებული აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების ხელშეწყობას მათთვის სახელმწიფო ენის სწავლებით, რაც ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300 თავი VII. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/30-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/31.md
