---
title: "მუხლი 30. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/30"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 23608"
adopted: "2007-03-28"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-10-09"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 30. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-10-09.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2018-09-20), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/30

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ ვრცელდება ამ კანონის 32-ე–34-ე და 36-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/30-1.md
