---
title: "მუხლი 33. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭო — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/33"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 23608"
adopted: "2007-03-28"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-10-09"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 33. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭო — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-10-09.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2018-09-20), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/33

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოს დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

2. სამეთვალყურეო საბჭო: ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს; გ) აკონტროლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანხების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; დ) ითანხმებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300 საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი,  01.03.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/34.md
