---
title: "მუხლი 36. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/36"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 23608"
adopted: "2007-03-28"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-10-09"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 36. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-10-09.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2018-09-20), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/36

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი თანხებს განკარგავს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შემცირება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ისა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის 5%-ს.

4. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/37.md
