---
title: "მუხლი 37. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/37"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 23608"
adopted: "2007-03-28"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-10-09"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 37. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-10-09.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2018-09-20), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/37

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი და მისი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ. თავი IX. (ამოღებულია) საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/38.md
