---
title: "მუხლი 5. პროფესიული განათლების მიზნები — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/5"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 23608"
adopted: "2007-03-28"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-10-09"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. პროფესიული განათლების მიზნები — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-10-09.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2018-09-20), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/5

საქართველოში პროფესიული განათლების მიზნებია: ა) ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით; ბ) ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; გ) შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფა; დ) ინდივიდის დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების, ხელშეწყობა; ე) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23608-propesiuli-ganatlebis-shesakheb/6.md
