---
title: "მუხლი 1 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2368509-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-ghonisdziebebi/1"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 2368509"
adopted: "2014-06-09"
consolidated_as_of: "2026-09-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-09-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2368509-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-ghonisdziebebi/1

„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს:
ა) დებულება (შემდგომში - დებულება) ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ (დანართი №1);
ბ) დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გასაცემი საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის (შემდგომში - სერტიფიკატი) ფორმები (დანართები: №2, №3);
გ) დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გასაცემი სერტიფიკატის ფორმა (დანართი №4);
დ) საქართველოდან ექსპორტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოში წარსადგენი სერტიფიკატის ფორმები დანართები: №5,№6,№7,№8,№9,№10).

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2368509-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-ghonisdziebebi/2.md
