---
title: "მუხლი 5¹. სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა — ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/5-1"
law: "ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ"
article: "5^1"
identifier: "matsne 23692"
adopted: "2007-03-30"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5¹. სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა — ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ, მუხლი 5¹ (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/5-1

1. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტისა) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იქმნება სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო).

3. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ან სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების თუ სარკინიგზო შემთხვევის, სერიოზული შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს შესაბამისად: ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო; ბ) გემთმფლობელი; გ) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატანტი ან/და მოკვლევის ბიურო; დ) სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი.

4. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ან სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს სატრანსპორტო საწარმო  მოკვლევის ბიუროს ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ან სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგენს ინციდენტის მოკვლევის საბოლოო ანგარიშს.

5. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტისა) სამსახურებრივი მოკვლევის განხორციელების წესებს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6435 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №823 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2999 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3311 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/6.md
