---
title: "მუხლი 9¹. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი — ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/9-1"
law: "ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ"
article: "9^1"
identifier: "matsne 23692"
adopted: "2007-03-30"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9¹. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი — ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ, მუხლი 9¹ (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/9-1

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს , მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.

2. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა , ასევე მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება და მიზანშეწონილობა.

3. საქართველოს ეკონომიკი სა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/9-2.md
