---
title: "მუხლი 9². საქმიანობა, რომლის განხორციელებაც საჭიროებს თანხმობას — ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/9-2"
law: "ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ"
article: "9^2"
identifier: "matsne 23692"
adopted: "2007-03-30"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9². საქმიანობა, რომლის განხორციელებაც საჭიროებს თანხმობას — ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ, მუხლი 9² (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/9-2

1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) სააგენტოს საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სააგენტოს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა ; ვ) სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით მისაღები სხვა გადაწყვეტილებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. სააგენტოს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/9-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/10.md
