---
title: "მუხლი 9. სააგენტოს ქონება და დაფინანსება — ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/9"
law: "ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 23692"
adopted: "2007-03-30"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სააგენტოს ქონება და დაფინანსება — ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/9

1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) საფასური; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდის ა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წეს ები და პირობებ ი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტოსთვის და კისრებული ფუნქციების შესრულებას.

5. საფასური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23692-transportis-speros-martvisa-da-regulirebis-shesakheb/9-1.md
