---
title: "მუხლი 4. ინვესტორის უფლებები — ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24076-investitsiebis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/4"
law: "ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 24076"
adopted: "2006-06-30"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ინვესტორის უფლებები — ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24076-investitsiebis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/4

1. ინვესტორს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ნებისმიერი ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს მეშვეობით;
ბ) მოითხოვოს ქონების შეძენა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს მეშვეობით;
გ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მისთვის ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემას და მის მიერ ქონების შეძენას, აგრეთვე ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.

2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან ითანამშრომლონ ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ინვესტიციების სააგენტოსთან.
საქართველოს 2006 წლის
25
ივლის
ის კანონი №
3526
- სსმ I,
№
32
,
31
.

07. 200
6
წ., მუხ.
247
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №848 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1547 - ვებგვერდი, 30.04.2026წ.
თავი III
. წინასწარი ლიცენზია და ნებართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24076-investitsiebis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24076-investitsiebis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/5.md
