---
title: "მუხლი 9. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიცია — ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24076-investitsiebis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/9"
law: "ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 24076"
adopted: "2006-06-30"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიცია — ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24076-investitsiebis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/9

1. ინვესტორს, რომელიც გეგმავს, განახორციელოს ინვესტიცია, რომლის საერთო რაოდენობა აღემატება 8 მილიონ ლარს ან რომელიც ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უფლება აქვს, საქართველოს მთავრობისაგან მოითხოვოს თავის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი მიანიჭოს მაღალმთიან რეგიონებში განხორციელებულ ინვესტიციას, რომლის საერთო რაოდენობა აღემატება 2 მილიონ ლარს ან რომელიც ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით დადებით ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭება ხდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24076-investitsiebis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24076-investitsiebis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/10.md
