---
title: "მუხლი 11. ფსიქიატრიული დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/11"
law: "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
article: "11"
identifier: "3451"
adopted: "2006-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ფსიქიატრიული დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/11

1. ფსიქიატრიული დახმარების დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო დაფინანსება; ბ) პაციენტის მიერ გაღებული ხარჯები; გ) გრანტები ან სხვა შემოწირულებები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სახელმწიფო ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევას უზრუნველყოფს პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული დაფინანსების გზით. თავი IV. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/12.md
