---
title: "მუხლი 12. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის მიზანი და საფუძველი — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/12"
law: "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
article: "12"
identifier: "3451"
adopted: "2006-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის მიზანი და საფუძველი — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/12

1. პირველად ფსიქიატრიულ გამოკვლევად ითვლება პირის ექიმთან კონსულტაცია, როდესაც ამ უკანასკნელს არ გააჩნია ინფორმაცია ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. პირველად ფსიქიატრიულ გამოკვლევას ატარებს შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმი.

2. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის მიზანია, დადგინდეს: ა) აქვს თუ არა პირს ფსიქიკური აშლილობა; ბ) საჭიროებს თუ არა პირი ფსიქიატრიულ დახმარებას.

3. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის საფუძველია: ა) გამოსაკვლევი პირის თხოვნა; ბ) 16 წლამდე პირის კანონიერი წარმომადგენლის თხოვნა (აუცილებელია გამოსაკვლევი პირის მონაწილეობა ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით); გ) კანონიერი წარმომადგენლის, ნათესავის ან ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმის წერილობითი მიმართვა გამოსაკვლევი პირის თანხმობით ანდა მისი თანხმობის გარეშე, თუ აღნიშნული პირის ქცევა მის ფსიქიკურ აშლილობაზე ეჭვის საფუძველს იძლევა, რითაც საფრთხე ექმნება მის და სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/13.md
