---
title: "მუხლი 20¹. ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებები (სერვისები) — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/20-1"
law: "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
article: "20^1"
identifier: "3451"
adopted: "2006-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20¹. ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებები (სერვისები) — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 20¹ (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/20-1

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებების (სერვისების) მიწოდებას.

2. ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებებია (სერვისებია): ა) ფსიქიატრიული ამბულატორიული სამსახური; ბ) ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური გუნდი; გ) ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახური; დ) სათემო ფსიქიატრიული სარეაბილიტაციო დღის ცენტრი; ე) ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება.

3. ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებებია (სერვისებია) აგრეთვე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მხარდამჭერი სხვა სერვისები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6360 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/21.md
