---
title: "მუხლი 20. სპეციალიზებული ფსიქიატრიული დახმარება — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/20"
law: "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
article: "20"
identifier: "3451"
adopted: "2006-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სპეციალიზებული ფსიქიატრიული დახმარება — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/20

1. სპეციალიზებული ფსიქიატრიული დახმარება ტარდება შესაბამისად ლიცენზირებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

2. სპეციალიზებული ფსიქიატრიული დახმარება უტარდება ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ ზრუნვას და რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ შემანარჩუნებელი თერაპია და სარეაბილიტაციო ღონისძიებები.

3. სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტის მოთავსების საფუძველია ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნა პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნით.

4. სპეციალიზებული ფსიქიატრიული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერა შესაძლებელია: ა) პაციენტის თხოვნით, თუ მას აქვს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი; ბ) მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/20-1.md
