---
title: "მუხლი 21. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/21"
law: "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
article: "21"
identifier: "3451"
adopted: "2006-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/21

1. სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების მიზანია პაციენტის სოციალური და შრომითი კონტაქტების შენარჩუნება და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადოებაში მისი დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას.

2. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიზნით გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული სამკურნალო-დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო მეთოდები.

3. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ნებაყოფლობითია და ტარდება შესაბამისად ლიცენზირებულ დაწესებულებაში.

4. პაციენტს უფლება აქვს საკუთარი სურვილით ნებისმიერ დროს შეწყვიტოს სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა.

5. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესში პაციენტისათვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი-ფსიქიატრი მოქმედებს ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3123 - ვებგვერდი,  11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/20-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/22.md
