---
title: "მუხლი 24. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/24"
law: "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
article: "24"
identifier: "3451"
adopted: "2006-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/24

1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების უფლება აქვთ: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ შესაბამის დაწესებულებას; ბ) სახელმწიფო სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებას.

2. აკრძალულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება  გამოძიების განმახორციელებელი ორგანოების ან მათ დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების მიერ.

3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს და აფინანსებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (პირი) ან სახელმწიფო სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. პატიმრობაში მყოფი გამოსაკვლევი პირის გაყვანას/გადაყვანას და საექსპერტო დაწესებულებაში მის დაცვას ახორციელებს პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დანაყოფი. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №480 - სსმ I, №30,07.11.2008 წ., მუხ.196 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №965 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.337 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1783 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3543 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3123 - ვებგვერდი,  11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/25.md
