---
title: "მუხლი 26². შესაბამისი სისტემის განვითარებისთვის ხელის შემწყობი ღონისძიებების განხორციელება — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/26-2"
law: "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
article: "26^2"
identifier: "3451"
adopted: "2006-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26². შესაბამისი სისტემის განვითარებისთვის ხელის შემწყობი ღონისძიებების განხორციელება — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 26² (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/26-2

1. მონიტორინგის ჯგუფი ყოველწლიურ ანგარიშს და შესაბამისი სისტემის განვითარებისთვის ხელის შემწყობი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.

2. მონიტორინგის ჯგუფი უზრუნველყოფს ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებლებთან, ფსიქიატრიის დარგის მუშაკებთან, პაციენტთა და მათ მშობელთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით გამართვას.

3. მონიტორინგის ჯგუფის ანგარიში საჯაროა. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6360 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. თავი VIII. ფსიქიატრიის დარგის მუშაკის უფლებები და სოციალური გარანტიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/26-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/27.md
