---
title: "მუხლი 28¹. იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/28-1"
law: "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
article: "28^1"
identifier: "3451"
adopted: "2006-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28¹. იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 28¹ (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/28-1

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2014 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს: ა) რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებიც აუცილებელია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განსახორციელებლად; ბ) იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცება; გ) რისკის შეფასების სტანდარტების განსაზღვრა. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2530 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/28-2.md
