---
title: "მუხლი 7. პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/7"
law: "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
article: "7"
identifier: "3451"
adopted: "2006-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/7

1. პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს.

2. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს სასამართლოს პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის და მისთვის მხარდაჭერის დაწესების მოთხოვნით, თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია მიიჩნევს, რომ პაციენტს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

3. პაციენტის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3341 - ვებგვერდი,  31.03.2015წ. თავი III. ფსიქიატრიული დახმარება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/8.md
