---
title: "მუხლი 3 — „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/24202-msheneblobis-proektebis-sakhelmwipo-kompleksuri-ekspertizisa-da-damtki/3"
law: "„მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე"
article: "3"
identifier: "matsne 24202"
adopted: "2006-07-18"
consolidated_as_of: "2006-07-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

> Text consolidated as of 2006-07-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე, მუხლი 3 (consolidated as of 2006-07-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24202-msheneblobis-proektebis-sakhelmwipo-kompleksuri-ekspertizisa-da-damtki/3

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელ­მწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლე­ბისა და წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 ნოემბრის №626 ბრძანებულება; ბ) „იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდება­რება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერ­ტი­ზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა, დაფი­ნან­სების წყაროსა და საკუთრების ფორმისა და კუთვნი­ლებისა, მათი მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებ­ლების გათვალისწინებით“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №4 ბრძანება; გ) „იმ ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერ­ტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, რომლე­ბიც არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპლექსურ ექ­სპერ­ტიზას“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლო­ბის მინისტრის 2001 წლის 13 თებერვლის №5 ბრძანება; დ) „მშენებლობის პროექტების კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების ნორმებისა და წესების შე­სა­ხებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლო­ბის მინისტრის 2001 წლის 10 აგვისტოს №52 ბრძა­ნება.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „მშენებ­ლო­ბის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პი­რო­ბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში სათანადო ცვლილებების შეტანა; ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა დაამტკიცოს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესი“.

3. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული მშენებლო­ბის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზა განხორციელდეს და დასრულდეს „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენი­ლი წესის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24202-msheneblobis-proektebis-sakhelmwipo-kompleksuri-ekspertizisa-da-damtki/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24202-msheneblobis-proektebis-sakhelmwipo-kompleksuri-ekspertizisa-da-damtki/4.md
