---
title: "მუხლი 10². მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა — მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/10-2"
law: "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ"
article: "10^2"
identifier: "matsne 24328"
adopted: "2006-07-18"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10². მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა — მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 10² (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/10-2

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირია, უფლებამოსილია შეიცვალოს საქმიანობის საგანი და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უწყვეტად ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი  საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ დადებით გადაწყვეტილებასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი კომერციული ბანკი ან მიკრობანკი.

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია განაგრძობს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2604 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/10-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/11.md
