---
title: "მუხლი 5. მიკროკრედიტის ცნება და ოდენობა — მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/5"
law: "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 24328"
adopted: "2006-07-18"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. მიკროკრედიტის ცნება და ოდენობა — მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/5

1. მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობისა და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 000 (ორასი ათას) ლარს.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ნორმატიული აქტით განუსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი 461 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/6.md
