---
title: "მუხლი 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალი — მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/6"
law: "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 24328"
adopted: "2006-07-18"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალი — მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/6

1. პირის მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის მისი განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარზე ნაკლები. განაღდებული კაპიტალი მხოლოდ ფულადი ფორმით უნდა იყოს შევსებული.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეამციროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალი მხოლოდ ფულადი ფორმით უნდა გაიზარდოს.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და ფორმირების წესი. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/7.md
