---
title: "მუხლი 9. მიკროსესხის გაცემის პირობები — მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/9"
law: "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 24328"
adopted: "2006-07-18"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. მიკროსესხის გაცემის პირობები — მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/9

1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს კონტროლი მსესხებლის მიერ კრედიტის გამოყენების მიზნობრიობაზე, ხოლო მსესხებელი ვალდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოს ასეთი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობით. თუ მსესხებელი არ შეასრულებს კრედიტის მიზნობრივად გამოყენების ვალდებულებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფლება აქვს უარი თქვას კრედიტის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების შესრულებაზე გაუცემელი კრედიტის ნაწილში და მოითხოვოს კრედიტის გაცემული ნაწილის ვადამდე დაფარვა.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუწესოს მის მიერ გაცემული მიკროსესხების რეფინანსირების ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიოს პირობები და ზღვრული ოდენობა. საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24328-mikrosapinanso-organizatsiebis-shesakheb/9-1.md
