---
title: "მუხლი 11. უსინათლოთათვის განკუთვნილი სავალდებულო ეგზემპლარების გადაცემა — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/11"
law: "დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 2455838"
adopted: "2014-08-01"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. უსინათლოთათვის განკუთვნილი სავალდებულო ეგზემპლარების გადაცემა — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/11

1. ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი დოკუმენტი და ხმოვანი წიგნი გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას თითო ეგზემპლარის ოდენობით, ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში.

2. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის საფუძველზე შექმნილი გამოცემის სავალდებულო ეგზემპლარი საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3967 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №264 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/12.md
