---
title: "მუხლი 14. ელექტრონული გამოცემის სავალდებულო გადაცემა — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/14"
law: "დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 2455838"
adopted: "2014-08-01"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ელექტრონული გამოცემის სავალდებულო გადაცემა — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/14

1. ელექტრონული გამოცემა გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ელექტრონულ გამოცემაზე, რომლის ელექტრონული საშუალების გარეშე გამოყენება შეუძლებელია, გარდა კომპიუტერული პროგრამისა და კომპიუტერული თამაშისა.

3. დოკუმენტის მწარმოებელმა ელექტრონული გამოცემა მის მიმღებს ისეთი სახით უნდა გადასცეს, როგორითაც ის საზოგადოებრივი გამოყენებისათვის ვრცელდება.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №659 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №264 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/15.md
