---
title: "მუხლი 15. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხოეთში გამოცემული დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის წესი — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/15"
law: "დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 2455838"
adopted: "2014-08-01"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხოეთში გამოცემული დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის წესი — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/15

1. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხოეთში გამოცემული და დოკუმენტის მწარმოებლის მიერ გამავრცელებლის საშუალებით საქართველოში შემოტანილი დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის ვალდებულება ვრცელდება ყველა სახეობის დოკუმენტზე, რომლის არანაკლებ 100 ეგზემპლარია შემოტანილი.

2. უცხოეთში გამოცემული და საქართველოში შემოტანილი დოკუმენტი გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას 2 ეგზემპლარის ოდენობით, საქართველოში შემოტანის დღიდან 2 კვირის ვადაში.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №264 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/16.md
