---
title: "მუხლი 16. დოკუმენტის მწარმოებლის უფლებები — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/16"
law: "დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 2455838"
adopted: "2014-08-01"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. დოკუმენტის მწარმოებლის უფლებები — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/16

დოკუმენტის მწარმოებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს დოკუმენტის მიმღებს:
ა) გადაცემული სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ ინფორმაცია უფასოდ, გადაცემიდან 1 თვის ვადაში გამოაქვეყნოს სახელმწიფო ბიბლიოგრაფიულ, სასიგნალო და რეფერატულ გამოცემებში;
ბ) სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია შეიტანოს ელექტრონულ კატალოგებსა და მონაცემთა ბაზებში;
გ) მიიღოს გადაცემული დოკუმენტის ასლი, აგრეთვე სტატისტიკური და ფაქტოგრაფიული ცნობები მის მიერ გამოცემული პროდუქციის შესახებ;
დ) ასახოს სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის ხარჯები შესაბამისი დოკუმენტის მთლიანი ტირაჟის თვითღირებულებაში.
თავი III
სავალდებულო ეგზემპლარის  მიმღები, მისი უფლებები და მოვალეობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/17.md
