---
title: "მუხლი 20. სავალდებულო ეგზემპლარის მიმღების მოვალეობები — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/20"
law: "დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 2455838"
adopted: "2014-08-01"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სავალდებულო ეგზემპლარის მიმღების მოვალეობები — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/20

სავალდებულო ეგზემპლარის მიმღები დაწესებულება და ორგანიზაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან:
ა) აწარმოონ სავალდებულო ეგზემპლარის ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური რეგისტრაცია;
ბ) გამოსცენ მიმდინარე სარეგისტრაციო ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები ამ კანონით დადგენილი დოკუმენტების სახეობების მიხედვით;
გ) გააკონტროლონ სავალდებულო ეგზემპლარის მიღება და დაცვა მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
დ) უზრუნველყონ სავალდებულო ეგზემპლარის საყოველთაო ხელმისაწვდომობა მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით;
ე) მიღებული სავალდებულო ეგზემპლარების ბაზაზე შექმნან მონაცემთა ინტეგრალური ბიბლიოგრაფიული ბაზები და ამ მიმართულებით კოორდინირებულად იმუშაონ საქართველოს სხვა ბიბლიოთეკებთან;
ვ) დაიცვან ელექტრონული გამოცემა მომავალი თაობებისათვის გამოსაყენებელ მდგომარეობაში; უზრუნველყონ ფასიანი ელექტრონული გამოცემის ხელმისაწვდომობა თავიანთ სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტის ეროვნული მიმღების რეგისტრირებული მკითხველებისთვის საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №659 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/21.md
